ქართულის წრე "ცოდნა"


                    

        ახალსოფლის საჯარო სკოლაში  იქმნება მკითხველთა - შემოქმედებითი  წრე ,,ცოდნა“,  რომელიც მუშაობას დაიწყებს  27 სექტემბრიდან
       მსურველებს შეუძლიათ განცხადებით მიმართონ მე-4 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნესტან თავართქილაძეს.

                                                   წრის ხელმძღვანელი :   ნ. თავართქილაძე
                                                                                                    24.09.2019






წრის    მიზანი   წიგნის კითხვის ტექნიკის დაუფლება;
                                  გაწაფული კითხვის უნარის განვითარება;
                                  წაკითხულის გაგება-გააზრებამსჯელობა და დისკუსია;
                                  მოტივაციის ამაღლება წიგნის მიმართ;
                                  კრიტიკულიშემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება;
                                  ლიტერატურული პერსონაჟების დახასიათება და ინსცენირება;
                                  კრეატიული აზროვნების განვითარება.






წრის მუშაობის  განრიგი   ,, ცოდნა
2018-2019 სასწავლო  წლები
N
თარიღი
თემის დასახელება

შენიშვნა
1
27.09.2019
წრის მუშაობის გაცნობა , მათი  ინტერესის გათვალისწინება. ნახატების გამოფენა და ჩანახატების წერა  და  გაცნობა
2
04.10.2019
დაფაზე ვწერ მათ მიერ დასახელებულ სიტყვებს და დაწერეთ ამ სიტყვების გამოყენებით  ჩანახატები.
3
11.10.2019
ხუთი პატარა მოთხრობის წაკითხვა ჯგუფებში, მოთხრობების პრეზენტაცია, გმირის რუკის შექმნა, ნახატის შესრულება.
4
18.10.2019
ბუნებრივი მოვლენები საბავშვო მოთხრობებში. ლექსების მოთხრობების წაკითხვა სადაც აღწერილია ბუნებრივი მოვლენები.

5
25.10.2019
უცხო ტექსტის წაკითხვა და გააზრება. წერილობით დავალების შესრულება.
6
01.11.2019
ჩვენი სამშობლო, საქართველოს სახელოვანი მეფეები. მოკლე ცნობები მეფეების შესახებ.
7
08.11.2019
წელიწადის დროები. წაიკითხონ ლექსები საგაც აღწერილია წელიწადის დროები, შეასრულონ ნახატები და მოაწყონ გამოფენა
მოვუსმინოთ ერთმანეთს და ვისაუბროთ ინტონაციით.
8
15.11.2019
შემაჯამებელი მუშაობა. რა შედეგზე  გავედით, ვისმენთ მოსწავლეების აზრს წრის მუშაობის შესახებ. წრის მუშაობის შეფასების რუბრიკის შევსება, მოსწავლეთა მიერ წრეში მუშაობის თვითშეფასების რუბრიკის შევსება



2019 წლის 27 სექტემბერს ჩატარდა წრის "ცოდნა" პირველი სამუშაო შეხვედრა.
მოსწავლეებს გავაცანი წრის მიზანი. გავიხსენით წინა წელს განვლილი მასალა

პირველმა სამუშაო დღემ ჩაიარა ნაყოფიერად. ჩართული იყო ყველა მოსწავლე, გამოუმუშავდათ წარმოსახვისა და თავისუფალი აზროვნების უნარი. მოსწავლეები საწრეო მუშაობაში ჩართულები იყვნენ ხალისიანად.














Comments

Popular posts from this blog

სოციალური პროექტი "ერთად გადავარჩინოთ ბუნება"

სოციალური პროექტი "ბულინგი"